თავში

კიევის აეროპორტში მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა

კიევის აეროპორტში მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა
კიევის აეროპორტში მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქში აეროპორტ „კიევში“ მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა. აეროპორტის თანამშრომლები გადაწყვეტილებას საგანგებო სიტუაციით ხსნიდნენ, თუმცა ევაკუაციის კონკრეტული მიზეზები არ დასახელებულა. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერზე ჟურნალისტმა ოლგა მალჩევსკაიამ დაწერა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ სატელეფონო შეტყობინება შევიდა. აეროპორტ „კიევის“ პარალელურად, დღეს ანონიმური შეტყობინებები სხვადასხვა ტერიტორიის დანაღმვის შესახებ მთელი უკრაინის მასშტაბით გავრცელდა. რაც შეეხება დედაქალაქს, კიევში ჯერ დანაღმულ აეროპორტზე საუბრობდნენ, შემდეგ კი, მათ რიცხვს სხვა ობიექტებიც, მათ შორის საავადმყოფოც დაემატა.

კიევის აეროპორტში რამდენიმე დღის წინ რამდენიმე რეისი გადაიდო, თუმცა მაშინ ფრენებს უამინდობამ და ძლიერმა ნისლმა შეუშალა ხელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system