თავში

კიევის უნივერსიტეტში TikTok-ის ფაკულტეტი გაიხსნა - VIDEO

​კიევის უნივერსიტეტში TikTok-ის ფაკულტეტი გაიხსნა
კიევის უნივერსიტეტში TikTok-ის ფაკულტეტი გაიხსნა - VIDEO

კიევის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტი გაიხსნა, რომელიც სტუდენტებს TikTok-ისთვის ვიდეოს გადაღებას ასწავლის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი მომღერალი მიხეილ პოპლავსკი ავრცელებს.

მისი თქმით, ეს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში პირველი ასეთი ფაკულტეტია. მომღერალმა აღნიშნა, რომ მომავალი სოციალურ ქსელებს ეკუთვნის, ამიტომ აუცილებელია, რომ ახალგაზრდებმა მათთან სწორი ურთიერთქმედება ისწავლონ.

"ჩვენ სწავლებას ნულიდან ვიწყებთ, მაგრამ დასრულების შემდეგ თქვენ დიპლომის მიღებას შეძლებთ. კულტურის უნივერსიტეტი ბრენდია, რომელიც მსოფლიო საინფორმაციო სივრცეს იპყრობს", - განაცხადა პოპლავსკიმ.

ფაკულტეტზე სწავლა უფასო იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system