თავში

კიევმა და ლონდონმა რუსეთთან დაკავშირებით პოზიციების კოორდინაცია მოახდინეს

​კიევმა და ლონდონმა რუსეთთან დაკავშირებით პოზიციების კოორდინაცია მოახ
კიევმა და ლონდონმა რუსეთთან დაკავშირებით პოზიციების კოორდინაცია მოახდინეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიტანელ კოლეგასთან, ელიზაბეტ ტრასთან სატელეფონო საუბარში რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის საკითხთან დაკავშირებით პოზიციების კოორდინაცია მოახდინა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა "ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ" და ხაზი გაუსვა მის ერთგულებას პრინციპისადმი "არავითარი გადაწყვეტილებები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე".

"ერთად ჩვენ თავდაჯერებულად მივდივართ კიევის მიერ ნოემბერში შემოთავაზებული, რუსეთის შეკავების ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელებისკენ... შეკავების პაკეტი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ასპექტებს მოიცავს. მე მადლობელი ვარ დიდი ბრიტანეთის ლიდერობისთვის ამ პროცესში", - განაცხადა კულებამ.

მინისტრებმა ასევე NATO-ს სამიტისთვის მზადება განიხილეს, რომელიც ივნისში მადრიდშია დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system