თავში

კიევში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ორი კვირით გაგრძელდა

კიევში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ორი კვირით გაგრძელდა
კიევში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ორი კვირით გაგრძელდა

უკრაინაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, კიევში მკაცრი კარანტინი ორი კვირით გაგრძელდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Ukrinform ავრცელებს. 

”ვინაიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება, დღეს დილით ქალაქის საგანგებო სიტუაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მკაცრი შემაკავებელი ზომების გაგრძელების შესახებ ორი კვირით, ანუ 30 აპრილამდე”, - განაცხადა კლიჩკომ.

მისი თქმით, შეზღუდვები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის მეტროს, რომელიც მგზავრების გადაყვანას მხოლოდ სპეციალური საშვებით გააგრძელებს. სკოლები და საბავშვო ბაღები ასევე დახურული დარჩებიან, კვების ობიექტები კი მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. ამასთან, კიევის მერმა დამსაქმებლებს მოუწოდა თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

აღსანიშნავია, რომ, 9 აპრილს, კლიჩკომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტს მოუწოდა, ქვეყნის მასშტაბით შეეზრუდათ რეგიონებს შორის მოქალაქეების გადაადგილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system