თავში

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის მიერ აშენებული კურორტის დანგრევის ბრძანება გასცა

​კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის მიერ აშენებული კურორტის დანგრევის ბრძანე
კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის მიერ აშენებული კურორტის დანგრევის ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კუმგანგის მთაზე სამხრეთ კორეის მიერ აშენებული კურორტის დანგრევის ბრძანება გასცა.

კიმ ჩენ ინი კურორტს პირადად ეწვია და განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურა ეროვნულ ხასიათს არ აკმაყოფილებს. ფხენიანის ლიდერის თქმით, ადგილს თანამედროვე შენობები სჭირდება, რომლებიც კუმგანგის მთის პეიზაჟს მოერგება.

სამხრეთ კორეამ კუმგანგის მთაზე საკურორტო ინფრასტრუქტურა 1990-იან წლებში ააშენა. ადგილი ორი კორეის ერთიანობის სიმბოლოდ ითვლებოდა, თუმცა 2008 წელს, ჩრდილოეკორეელმა ერთ-ერთი ტურისტი მოკლა და სეულმა ტურების განხორციელება შეწყვიტა.

2009 წელს მხარეები ტურისტული ვიზიტების განახლებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, მას შემდეგ აშშ-მა ფხენიანს ბირთვული პროგრამის გამო სანქციები დაუწესა, სეული ტურებს ვერ აახლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system