თავში

კირა ნაითლი მამაკაც რეჟისორებთან სექს-სცენებში აღარ ითამაშებს

​კირა ნაითლი მამაკაც რეჟისორებთან სექს-სცენებში აღარ ითამაშებს
კირა ნაითლი მამაკაც რეჟისორებთან სექს-სცენებში აღარ ითამაშებს

მსახიობმა კირა ნაითლიმ განაცხადა, რომ ის არ აპირებს, სექსის სცენებში ან თუნდაც უბრალოდ შიშვევლად თამაში გააგრძელოს, განსაკუთრებით მამაკაც რეჟისორებთან. ეს პუნქტი მის კონტრაქტს დაემატა. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.

”ეს გარკვეულწილად პატივმოყვარეობით, ასევე ე.წ. მამაკაცის თვალთახედვითაა. ახლა უკიდურესად არაკომფორტულია ჩემთვის მამაკაცის თვალთახედვის გადაცემა", - განაცხადა კირა ნაითლიმ.

"მამაკაცის თვალთახედვა" ფემინიზმის ერთ-ერთი ცნებაა, რომელიც ქალის გამოსახულებას ხელოვნების ნიმუშებში ჰეტეროსექსუალი მამაკაცის თვალთახედვით აღწერს.

მან დასძინა, რომ ამ ეტაპზე მას არ აინტერესებს "სექსუალური სცენები, სადაც ყველას ზეთი აქვს წასმული", მიუხედავად იმისა, რომ ის მათ საჭიროებას აცნობიერებს. ამავე დროს, ნაითლი მზადაა, შიშველი გამოჩნდეს ფილმში დედობის ან მისი სხეულის შეცნობის შესახებ, თუ მას ქალი გადაიღებს: ”მე ამის აბსოლუტური აკრძალვა არ მაქვს, გარდა მამაკაცებისა”.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system