თავში

კლიმატის აქტივისტები ვაშინგტონში გზების გადაკეტვას გეგმავენ

​კლიმატის აქტივისტები ვაშინგტონში გზების გადაკეტვას გეგმავენ
კლიმატის აქტივისტები ვაშინგტონში გზების გადაკეტვას გეგმავენ

კლიმატის ცვლილებების აქტივისტები დღეს ვაშინგტონში გზების გადაკეტვას გეგმავენ. მათი თქმით, ამგვარი ქმედებით ისინი შეეცდებიან ხმა მიაწვდინონ 60-მდე ქვეყნის ლიდერს, რომლებიც გაეროს კლიმატის სამიტს ესწრებიან.

„ერთი, რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ კლიმატური ცვლილებების რისკების საკითხზე კომუნიკაციისთვის გზების გადაკეტვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია“, - აცხადებს აქტივისტთა ჯგუფის პრეს-სპიკერი კაელა ბამბერგერი.

მომიტინგეები არ ასახელებენ კონკრეტულ ქუჩებს, რომელთა გადაკეტვას გეგმავენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ვაშინგტონში ოთხ საკვანძო ადგილას შეიკრიბებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system