თავში

კლიმატის გასაუმჯობესებლად ბრიტანეთი 3-ჯერ მეტ ხეებს დარგავს

​კლიმატის გასაუმჯობესებლად ბრიტანეთი 3-ჯერ მეტ ხეებს დარგავს
კლიმატის გასაუმჯობესებლად ბრიტანეთი 3-ჯერ მეტ ხეებს დარგავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში დასარგავი ხეების რაოდენობას 3-ჯერ გაზრდის, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ატმოსფეროში ნახშირბადის გამოტყორცნა 2050 წლის ჩათვლით. აღნიშნული პროგრამა კლიმატის ცვლილებების მართვას ემსახურება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრ - ჯორჯ ევსტისის გეგმის თანახმად, ტყის ახალი მასივების ოდენობა 2024 წლის მაისის ჩათვლით 3-ჯერ უნდა გაიზარდოს. გამწვანებამ უნდა მოიმატოს დასახლებულ პუნქტებშიც.

ბრიტანეთის მაღალჩინოსანმა - ალოკ შარმამ, რომელიც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა უარი უნდა თქვან ქვანახშირის საწვავად გამოყენებაზე, რათა შევამციროთ გლობალური დათბობის ინტენსივობა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, 2021 წელს მსოფლიო ქარხნების ხელახლა ამუშავების გამო მოსალოდნელია ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი მატება დედამიწის ატმოსფეროში, რაც ნახშირბადის საერთო გამონაბოლქვის ოდენობის პიკურ მაჩვენებელს დააბრუნებს, რომელიც კოვიდ-19 ის პანდემიის გამო შემცირებული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system