თავში

კლიმატის ცვლილებები უფრო მასშტაბურია, ვიდრე ნავარაუდევი იყო

​კლიმატის ცვლილებები უფრო მასშტაბურია, ვიდრე ნავარაუდევი იყო
კლიმატის ცვლილებები უფრო მასშტაბურია, ვიდრე ნავარაუდევი იყო

გაერო-ს მონაცემებით, კლიმატის ცვლილებები პლანეტას სულ უფრო ძლიერად უტევს, ამის შემცირების მცდელობები კი საკმარისი და სათანადო არ არის. ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც ჯგუფი "მეცნიერებაში გაერთიანებულები 2021" ავრცელებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1900-დან 2018 წლამდე ზღვის დონე 20 სანტიმეტრით გაიზარდა, საშუალო გლობალური ტემპერატურა კი, სულ მცირე, 1,06 გრადუს ცელსიუსით.

ამის შედეგად მსოფლიოში იმატებს სტიქიური უბედურებები, მათ შორის ტყის ხანძრები ევროპასა და ციმბირში, წყალდიდობა გერმანიაში და სიცხეები აშშ-სა და კანადაში.

”ჩვენ ვაგრძელებთ იმის განადგურებას, რაზეც დედამიწაზე დამოკიდებული ვართ”, - აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში.

მისი თქმით, ქვეყნებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა კლიმატის ცვლილებები შეჩერდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system