თავში

კოალას ფორმებში ჩაცმული დემონსტრანტები შვეიცარიის მთებში ლაშქრობენ

კოალას ფორმებში ჩაცმული დემონსტრანტები შვეიცარიის მთებში ლაშქრობენ
კოალას ფორმებში ჩაცმული დემონსტრანტები შვეიცარიის მთებში ლაშქრობენ

კოალას ფორმებში ჩაცმულმა კლიმატის აქტივისტებმა ლაშქრობა მოაწყვეს. ისინი სამი დღის განმავლობაში შვეიცარიის აღმოსავლეთით მდებარე ლენდქორთის მუნიციპალიტეტიდან დავოსის სათხილამურო კურორტამდე მანძილს გაივლიან. ასე დემონსტრანტები, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, გლობალურ დათბობაზე მსოფლიო ლიდერების ყურადღების გამახვილებას ცდილობენ.

საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე დღეს ლენდქორთის ცენტრში შეკრიბა. ისინი მთებში 40-კილომეტრიან მანძილს დაფარავენ.

ორგანიზატორების თქმით, კოალას ფორმები ავსტრალიის ტყის ხანძრებით გამოწვეულ დანაკლისს გამოხატავს. ტრანსაფარნტებზე ასეთი შინაარსის ლოზუნგებია გამოტანილი: „არ მიაქციოთ ყურადღება დონალდს, მოუსმინეთ გრეტას!“, „გავაგრილოთ დედამიწა“ და ა.შ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 21-24 იანვარს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system