თავში

კოლუმბიაში არეულობის დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა

კოლუმბიაში არეულობის დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა
კოლუმბიაში არეულობის დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა

კოლუმბიაში მომხდარი არეულობების დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, 185 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ კოლუმბიის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.

"209 პოლიციელი დაშავდა ვანდალების თავდასხმების შედეგად, მათგან 71 ბოგოტაში და 68 კალიში", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

აღინიშნა, რომ დაკავებულთა შორის არის რვა უცხოეთის მოქალაქე და 16 არასრულწლოვანი.

შეგახსენებთ, მომიტინგეები კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმას აპროტესტებენ, რაც გულისხმობს გადასახადის დაწესებას ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭელზე და იმ ადამიანებისთვის დამატებითი 10%-ის გადახდის ვალდებულებას, რომელთა შემოსავალიც 660 დოლარს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system