თავში

კოლუმბიაში ხიდის ჩამონგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

​კოლუმბიაში ხიდის ჩამონგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა
კოლუმბიაში ხიდის ჩამონგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით დაკიდული ხიდი ჩაწყდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ კომარკაში მოხდა. ინციდენტის მიზეზი მძღოლის წინდაუხედაობა გახდა, რომელიც მდინარეზე დაკიდულ ხიდზე ფურგონის ტიპის მანქანით გადასვლას ცდილობდა. ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაწყდა. მაშველებმა რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა 5 მგზავრი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გადაუღებელი წვიმების შედეგად ხიდი, სავარაუდოდ, დაზიანდა, რამაც ტრაგედიას ხელი შეუწყო. მიმდინარეობს გამოძიება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system