თავში

კოლუმბიელმა ჰაკერებმა არმიის საიტი გათიშეს

​კოლუმბიელმა ჰაკერებმა არმიის საიტი გათიშეს
კოლუმბიელმა ჰაკერებმა არმიის საიტი გათიშეს

კოლუმბიელი ჰაკერების ჯგუფმა, სახელწოდებით - Anonymous Colombia, ქვეყნის სახელმწიფო არმიის საიტი გატეხეს და გათიშეს. მათ ეს პროტესტის ნიშნად გააკეთეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საგადასახადო რეფორმების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ხალხი სასტიკად დაარბია. ამის შესახებ, ჰაკერებმა თავიანთ Twitter-ის გვერდზე განაცხადეს.

,, Anonymous Colombia ხურავს კოლუმბიის ეროვნული არმიის ოფიციალურ ვებ-გვერდს, ახალი საგადასახადო რეგულაციების გამო გაფიცული მოსახლეობის სასტიკად დარბევის, მათ მიმართ ძალადობისა და მკვლელობების გაპროტესტების ნიშნად ’’- ნათქვამია განცხადებაში.

ამის შემდეგ, ჰაკერებმა კიდევ ერთი Twitter-ის პოსტი განათავსეს, სადაც მათ კოლუმბიის ეროვნული არმიის წევრების მიმოწერა და პაროლები გაასაჯაროვეს.

ამავე დღეს, 5 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა - ივან დუკემ, გაფიცულ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დიალოგისაკენ მოუწოდა, რითიც, მისი თქმით, ყველანაირი ძალადობა თავიდან იქნება არიდებული.

კოლუმბიის ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში დაპირისპირების დროს 19 აქტივისტი და პოლიციის 1 ოფიცერი დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაკარგულია 89 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system