თავში

კონგომ ებოლას ვირუსის დამარცხება გამოაცხადა

კონგომ ებოლას ვირუსის დამარცხება გამოაცხადა
კონგომ ებოლას ვირუსის დამარცხება გამოაცხადა

კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ ებოლას ვირუსით გამოწვეული ეპიდემია, რომელსაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 55 ადამიანი ემსხვერპლა, დაამარცხა. ამის შესახებ NDTV წერს.

"მოხარული ვარ, რომ კონგოში საზეიმოდ გამოვაცხადე ებოლას ვირუსის მე-11 ეპიდემიის დასრულება, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ვირუსის გავრცელების შანსი კვლავ არსებობს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კონგოში ებოლას ვირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა და აქედან 55 ადამიანი გარდაიცვალა. მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინის ფართო გამოყენებამ დაავადების აღკვეთას ხელი შეუწყო.

ცნობილია, რომ კონგოში ეპიდემია, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, ქვეყნისთვის კორონავირუსის გავრცელებამდე საკმაოდ საზიანო აღმოჩნდა, რადგან ვირუსმა 2 277 ადამიანი იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system