თავში

კონგოში არმიამ 12 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა

​კონგოში არმიამ 12 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა
კონგოში არმიამ 12 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჩრდილოეთ კივუსა და იტურის პროვინციებში არმიამ 12 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ კივუს გუბერნატორზე დაყრდნობით სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მისი თქმით, ოპერაციის დროს 100-მდე სეპარატისტია ნეიტრალიზებული.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ პროვინციებს, რომლებიც რუანდასთან, უგანდასთან და ბურუნდისთან ახლოს მდებარეობს, უკვე 20 წელია შეიარაღებული დაჯგუფებები ესხმის თავს. ძირითადი მიზეზი ოქროს და კობალტის მდიდარი მარაგებია. შეიარაღებული შეტაკებების შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system