თავში

კონგოში ებოლას ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კონგოში ებოლას ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კონგოში ებოლას ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთით, კივუს პროვინციაში ებოლას ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი ქალს დაუდასტურდა, რომლის ქმარსაც ებოლა ადრე ჰქონდა გადატანილი.

პაციენტი 3 თებერვალს, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბრის თვეში, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ ებოლას ვირუსით გამოწვეული ეპიდემია, რომელსაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 55 ადამიანი ემსხვერპლა დასრულდა.

კონგოში ეპიდემია, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, ქვეყნისთვის კორონავირუსის გავრცელებამდე საკმაოდ საზიანო აღმოჩნდა, რადგან ვირუსმა 2 277 ადამიანი იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system