თავში

კონგრესის ქვედა პალატამ კაპიტოლიმუზე შტურმის გამოძიებას მხარი დაუჭირა

​კონგრესის ქვედა პალატამ კაპიტოლიმუზე შტურმის გამოძიებას მხარი დაუჭირა
კონგრესის ქვედა პალატამ კაპიტოლიმუზე შტურმის გამოძიებას მხარი დაუჭირა
© CNN

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 252 ხმით 175-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საგამოძიებო კომისიის შექმნას. ინიციატივის მომხრეთა შორის 35 რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ ეთანხმებიან ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე რესპუბლიკელებს ინიციატივის დაბლოკვისკენ მოუწოდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამის შემდეგ დოკუმენტი სენატში გადაინაცვლეს. სენატში რესპუბლიკების ლიდერი მიტჩ მაკკონელი კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს. მმართველ დემოკრატებს კომისიის შესაქმნელად კონგრესში სულ მცირე 10 რესპუბლიკელის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

კანონპროექტი 10 კაციანი კომისიის შექმნას გულისხმობს, რომელშიც დემოკრატებიცა და რესპუბლიკელებიც თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი. კომისიამ უნდა შეისწავლოს 6 იანვრის მოვლენები, ფაქტორები, რამაც მისი პროვოცირება მოახდინა და სამომავლოდ აღკვეთოს მსგავსი მოვლენების გამეორება.

6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ, კაპიტოლიუმის შტურმი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კენჭისყრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებას 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system