თავში

კორონავირუსი და წვერი: მოვიპარსოთ?.. არ მოვიპარსოთ?.. საკითხავი აი ეს არის

​კორონავირუსი და წვერი: მოვიპარსოთ?.. არ მოვიპარსოთ?.. საკით
კორონავირუსი და წვერი: მოვიპარსოთ?.. არ მოვიპარსოთ?.. საკითხავი აი ეს არის

კორონავირუსმა, რომელიც მთელს მსოფლიოში მძვინვარებს, უამრავი ადამიანის ყოველდღიურ ყოფასა თუ გარდერობში თავისი გარდაუვალი წვლილი შეიტანა. დაიცავით ჰიგიენა - ეს უპირველესი მოთხოვნაა, რომლისკენ ექიმები არა მხოლოდ ინფიცირებულებს მოუწოდებენ, არამედ იმათაც, ვისაც COVID-19-ისგან გადარჩენა სურს.

მთელი მსოფლიო მასშტაბით, ექსპერტები პირბადის სწორად გამოყენებას ბრიფინგებს და დიდ საინფორმაციო შეხვედრებს უძღვნიან, ასწავლიან, ვინ უნდა გაიკეთოს ის და როგორ. სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებზე მოთხოვნა იზრდება და ადამიანები ითავისებენ, რომ დაცვისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ მამაკაცების ნაწილი მცირეოდენ პრობლემას გადააწყდა - ეფექტურია თუ არა პიბადე იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი წვერს ატარებს?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა პირბადეების გამოყენების დეტალური ინსტრუქცია მათთვის გამოაქვეყნა, ვინც წვერსა და ულვაშს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ეს ინფოგრაფიკა მაინცდამაინც კორონავირუსთან ბრძოლისთვის არ შექმნილა. ის პირველად 2017 წელს, "No Shave November"-ის ფარგლებში გამოქვეყნდა. ეს სოციალური აქტივობაა, რომლის დროს მონაწილეები მთელი ნოემბრის განმავლობაში წვერს არ იპარსავენ.

CDC-ში თვლიან, რომ წვერმა, შესაძლოა, რესპირატორის გამოყენებაში მის მფლობელებს ხელი შეუშალოს. სპეციალისტების თქმით, რესპირატორის ეფექტური გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირი და ცხვირი კარგად იყოს დაფარული და გვერდებიდან ჰაერი არ აღწევდეს. სწორედ ამას შეუძლია ხელი შეუშალოს წვერმა.

CDC-ინფოგრაფიკაც კი შეადგინა, რომელიც წვერის სხვადასხვა სტილს აჩვენებს. მათი თქმით, გრძელი წვერი ან ულვაში, რომელიც რესპირატორის ფარგლებში არ ეტევა, შესაძლოა, საფრთხეს შეიცავდეს. ამიტომ სპეციალისტებმა ურჩიეს მამაკაცებს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წვერი დაიმოკლონ, რათა მან რესპირატორის გამოყენებას ხელი არ შეუშალოს.

ამასთან არსებობენ სპეციალისტები, რომელთა თქმით, წვერის და ულვაშის მოპარსვა სულაც არ არის აუცილებელი. მაგალითად რუსი ექიმი ტრიხოლოგი ოლგა კოხასი აცხადებს, რომ სახეზე არსებულ თმას, პირიქით, ვირუსებისგან დაცვა შეუძლია.

"კორონავირუსის ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ კანიდან აღწევს ორგანიზმში. დაინფიცირების ალბათობა უფრო დიდია, თუკი ადამიანი ტანსაცმლის გარეშე ივლის. წვერი და ულვაში გრძელი თმაა. თმას დამცავი ფუნქცია აქვს. მე უფრო ვიტყოდი, რომ წვერი და ულვაში დაცვაა", - განაცხადა მან.

მედიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ მათ, ვინც წვერსა და ულვაშს დიდი ხნის განმავლობაში იზრდის და მასთან დამშვიდობება მათთვის არცთუ ადვილი საქმეა, უბრალოდ რამდენიმე სავალდებულო წესის დაცვა მოუწევთ.

პირველ რიგში, მამაკაცებმა წვერი და ულვაში აუცილებლად შამპუნით, დღეში სულ მცირე ერთხელ მაინც კარგად უნდა დაიბანონ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისა და სახლში დაბრუნების შემდეგ ის სპეციალური სადეზინფექციო საშუალებით, ან სპირტით დაამუშავონ. თანაც, ექიმების თქმით, ანტისეპტიკური საშუალებების ყოველდღიური გამოყენება წვერისა და ულვაშების მქონე ადამიანებისთვის ისედაც არის რეკომენდირებული, მიუხედავად იმისა, მძვინვარებს რაიმე ტიპის ვირუსი, თუ არა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system