თავში

კორონავირუსი ღარიბი ქვეყნების პანდემიად იქცა - ჯანმო

​კორონავირუსი ღარიბი ქვეყნების პანდემიად იქცა - ჯანმო
კორონავირუსი ღარიბი ქვეყნების პანდემიად იქცა - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ნაბარომ განაცხადა, რომ COVID-19 ღარიბი ქვეყნების და ღარიბი ადამიანების პანდემიად იქცა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

”ეს დაავადება ახლა ძირითადად ღარიბ ადამიანებსა და ღარიბ ქვეყნებს აზარალებს,” - თქვა ნაბარომ.

მან დასძინა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა, რომლებმაც მოსახლეობის ვაქცინაცია მესამე დოზებით დაიწყეს, დიდ ავანტიურაზე მიდიან, როდესაც აცხადებენ, რომ ერთ-ერთი პრობლემა არის დაავადების ახალი შტამები, რომლებსაც არსებული ვაქცინების ეფექტისთვის თავის დაღწევა შეუძლია.

ნაბაროს თქმით, მოსახლეობა, შესაძლოა, აღარ დაემორჩილოს ხელისუფლებას, თუკი ის ხელახლა შემოიღებს ისეთ ზომებს, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system