თავში

კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი ვენის ჩამდინარე წყლებში აღმოაჩინეს

​კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი ვენის ჩამდინარე წყლებში აღმოაჩინეს
კორონავირუსის ბრიტანული შტამი ვენის ჩამდინარე წყლებში აღმოაჩინეს

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, ავსტრიის ქალაქ ვენის ჩამდინარე წყლების ნიმუშებშია აღმოაჩინეს. ამის შესახებ ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის წყლის ხარისხისა და რესურსების მართვის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ნორბერტ კროიცინგერმა განაცხადა.

”ტესტების წინასწარი ეჭვი, რომ B.1.1.7 შტამი ვენის ჩამდინარე წყლებში იყო აღმოჩენილი, დადასტურებულია”, - განუცხადა კროიცინგერმა Radio Wien-ს.

მუტაცია გამოვლინდა ნიმუშში, რომელიც 11 იანვარს ვენის ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში აიღეს. ამასთან, ექსპერტებს ჯერ არ შეუძლიათ ზუსტი დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, თუ რამდენად გავრცელებულია კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი ქალაქში.

ამასთან, რადიოსადგურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ამ დროისთვის ბრიტანული შტამი ვენის მეორე მოხუცთა თავშესაფარშია გამოვლენილი.

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლიუგემ კოპენჰაგენში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი, "ბრიტანული" შტამიე ვროპის 33 ქვეყანაშია დაფიქსირებული, SARS-CoV-2-ის "სამხრეთაფრიკული" შტამი კი - 16 ქვეყანაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system