თავში

კორონავირუსის "დელტა" შტამი 111 ქვეყანაში დაფიქსირდა

​კორონავირუსის "დელტა" შტამი 111 ქვეყანაში დაფიქსირდა
კორონავირუსის დელტა შტამი 111 ქვეყანაში დაფიქსირდა

COVID-19-ის B.1.617.2 შტამი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კლასიფიკაციით "დელტა" ეწოდა, სულ მცირე, 111 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია აღნიშნული.

მსოფლიოში კორონავირუსის სხვა შტამების სტატისტიკა ასეთია: ვარიანტი B.1.1.7, რომელიც დიდი ბრიტანეთში წარმოიშვა და ჯანმო-ს კლასიფიკაციით "ალფა" ეწოდება, 178 ქვეყანაში და ტერიტორიაზე გავრცელდა, ვარიანტი "ბეტა" (B.1.351) სამხრეთ აფრიკიდან - 123 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, ვარიანტი "გამა" (P.1) ბრაზილიიდან - 75 ქვეყანაში.

ორგანიზაციის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში (5-11 ივლისი) მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა - 2 996 465.

გარდაცვლილთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 55 830 შეადგინა.

გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების უმეტესობა დაფიქსირდა ბრაზილიაში (333 030, წინა კვირის პერიოდთან შედარებით 9% -ით შემცირება), ინდოეთში (291 789, შემცირება 7%), კოლუმბიაში (174 320; მატება 15-ით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system