თავში

კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა

კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა
კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, დადასტურებულია, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს აღწევს.  ვირუსი მთელ ჩინეთში გავრცელდა.

ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გლობალური საგანგებო მდგომარეობა სულ ხუთჯერ არის გამოცხადებული: 2009 - ღორის გრიპი, 2014 და 2016 წლები - ებოლა, ,  2014-პოლიომიელიტი , 2016-ზიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system