თავში

კორონავირუსის ფონზე დიდ ბრიტანეთში კრიმინალის დონე 21%-ით შემცირდა

კორონავირუსის ფონზე დიდ ბრიტანეთში კრიმინალის დონე 21%-ით შემცირდა
კორონავირუსის ფონზე დიდ ბრიტანეთში კრიმინალის დონე 21%-ით შემცირდა

პოლიციის ცნობით, დიდ ბრიტანეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით განპირობებული სოციალური დისტანცირების ღონისძიებების ფონზე, კრიმინალის დონე 20%-ზე მეტით შემცირდა.  ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს. 

ეროვნული პოლიციის  საბჭოს (NPCC) ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად დანაშალებრივი ქმედებების შემცირებისა, იზრდება პოლიციის მიერ დაკისრებული სახდელების რაოდენობა, რაც მოქალაქეების მიერ საგანგებო ვიტარების წესების დარღვევით არის განპირობებული. პოლიციამ უკვე 1,084 პირი დააჯარიმა.

”გასული წლის პერიოდთან შედარებით, უკანასკნელი 4 კვირის განმავლობაში კრიმინალის დონე 21%-ის დაეცა. ეს ვარდნა, განპირობებულია გაერთიანებულ სამეფოში ჩვენი 200,000 ოფიცრისა და პერსონალის ერთგულებით და ასევე, ჩვენი მოხალისე სპეცსამსახურების მუშაობით… ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ძლიერი პოზიცია გვიკავია”,- გაანცხადა სამეფოს მთავარი ეროვნული პოლიციის საბჭოს ხელმძღვანელმა.

პოლიციის უფროსი ოფიცრების აზრით, დანაშაულის ვარდნა გამოწვეულია ბარებისა და კლუბების დახურვით და დიდი საზოგადოებრივი ღონისძიებების არარსებობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system