თავში

კორონავირუსის გამო კომაში ჩავარდნილმა ქალმა 1 თვის შემდეგ შეიტყო, რომ დედა გახდა

კორონავირუსის გამო კომაში ჩავარდნილმა ქალმა 1
კორონავირუსის გამო კომაში ჩავარდნილმა ქალმა 1 თვის შემდეგ შეიტყო, რომ დედა გახდა

უნგრელმა ქალმა, სილვია ბედო-ნაგიმ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო რომ დედა გახდა, რაც 1 თვიანი კომიდან გამოვიდა.  ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

სილვიას კორონავირუსი მაშინ დაუდასტურდა, როდესაც უკვე მშობიარობის დრო ახლოვდებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც საჭირო გახდა სილვიას საავადმყოფოში გადაყვანა. 

პნეუმონიის გამო, ექიმები იძულებულნი გახდნენ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ. ამის შემდეგ ბედო-ნაგი ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, ბოლოს კი კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ მას მამა უვლიდა, რომელსაც უკვე გადაწურული ჰქონდა იმედი იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე გადარჩებოდა.

საბედნიეროდ, შობის დღეს, მამაკაცმა ექიმისგან შეიტყო, რომ მისმა ცოლმა თვალები გაახილა. ქალმა პირველ რიგში ის იკითხა, თუ სად გაქრა მისი მუცელი. ექიმმა კი აუხსნა, რომ მან უკვე იმშობიარა და ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამჟამად სილვია მკურნალობას სახლში აგრძელებს მის შვილთან და მეუღლესთან ერთად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system