თავში

კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ნაკლებსავარაუდოა- ჯანმო

​კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ნაკლებსავარაუდოა- ჯანმო
კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ნაკლებსავარაუდოა- ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნის ვერსიას ნაკლებსავარაუდოს უწოდებს.

" ჩვენ გვინდა სრული, ზუსტი და უმაღლესი რანგის სამეცნიერო დასკვნა წარმოვადგინოთ. ამიტომ ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება", - განაცხადეს ვუჰანში კორონავირუსის წარმოშობის დადგენაზე მომუშავე ჯანმოს ექსპერტებმა.

მანამდე ჩინეთში მივლენილმა ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა ვირუსის ადამიანებში მოხვედრის 4 ვერსია დაასახელა. ვირუსოლოგების აზრით, ეს შეძლება მომხდარიყო ცხოველებიდან, რომელიმე შუამავალი რგოლიდან, გაყინული პროდუქტებიდან, ან ლაბორატორიიდან.

ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი ვუჰანში კორონავირუსის პანდემიის მიზეზების დასადგენად მიმდინარე წლის 14 იანვარს ჩავიდნენ. სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ კი, კვლევები 31 იანვრიდან დაიწყეს. პირველადი შედეგები სპეციალისტებმა 7 თებერვალს გამოაქვეყნეს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system