თავში

კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება - ბილ გეითსი

​კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება - ბილ გეითსი
კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება - ბილ გეითსი

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა განაცხადა, რომ შემდეგი ზაფხულისთვის კორონავირუსი ნაკლებად საშიში გახდება. მაიკლ ბლუმბერგის ახალ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან პანდემიის განვითარების შესაძლო სცენარი გააჟღერა.

"შესაძლოა, რიცხვები უფრო დაბალიც იყოს, ვიდრე სეზონური გრიპის შემთხვევაში. ეს მოხდება, თუ არ იქნება სიურპრიზები, როგორიცაა ახალი შტამების გაჩენა, ეს არასოდეს არის გამორიცხული“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

მისი თქმით, ახლა ამის თქმის საფუძველს COVID-19-ის პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კერძოდ, ვაქცინაციის წარმატებით გამოყენება აძლევს. გეითსმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით და გრიპით ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების თანხვედრა სრული ეკონომიკური აღდგენისთვის სიგნალი იქნება.

Microsoft-ის დამფუძნებლის თქმით, უახლოეს მომავალში კაცობრიობა ახალი ტიპის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევის წინაშე დადგება. გეითსმა აღნიშნა, კაცობრიობამ ზუსტად ისევე უნდა შეინარჩუნოს თავისი მიღწევები, რათა ამ დაავადების მუტაციებით გამოწვეული ახალი პანდემია თავიდან აიცილოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system