თავში

კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ანტისხეულები აღმოჩენილია

​კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ანტისხეულები აღმოჩენილია
კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ანტისხეულები აღმოჩენილია

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა კორონავირუსის  (SARS-CoV-2)  წინააღმდეგ ანტისხეულების ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინა და მათზე მუშაობა დაასრულა. "ნანოსხეულები"კლასიკური ანტისხეულებზე მცირე ზომისაა, რის წყალობითაც ისინი ბევრად უფრო ადვილად აღწევენ ქსოვილში და უფრო მეტი რაოდენობით გამომუშავდებიან. მეცნიერებმა მოახერხეს ნანოსხეულები გაერთიანება პოტენციურად განსაკუთრებით ეფექტურ მოლეკულებში, რომლებიც ერთდროულად ვირუსის სხვადასხვა ნაწილს უტევენ.

ექიმების თქმით, იმუნური სისტემა უსასრულო რაოდენობის სხვადასხვა ანტისხეულებს გამოიმუშავებს, თუმცა, კორონავირუსის დამარცხება ყველა მათგანს არ შეუძლია. მეცნიერების განცხადებით, თავიდან SARS-CoV-2-ის ზედაპირული ცილა ორი ცხოველის - ლამებისა და ალპაკების (აქლემისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარა ცხოველი) სხეულში შეიყვანეს. იმუნური სისტემა მათ მიმართ ანტისხეულების რთულ და შედარებით მარტივ ვარიანტებს გამოიმუშავებდა. სწორედ ეს მარტივი ანტისხეულები შეიძლება გახდეს ნანოსხეულების შექმნის საფუძველი. მეცნიერებმა ამ ლამებისა და ალპაკების სისხლის ნიმუშიდან ამოიღეს ანტისხეულების შექმნის გენეტიკური ინფორმაცია და ის ელემენტები გამოავლინეს, რომელთაც კორონავირუსის წვეტიანი ცილის ამოცნობა შეუძლია.

კორონავირუსის წვეტიანი ცილის საშუალებით პათოგენი ეკვრის უჯრედს და შიგნით ადვილად აღწევს. ნანოსხეულის დახმარებით ვირუსი ვეღარ დაუკავშირდება უჯრედს, ვერ შეაღწევს შიგნით და ვეღარ დააინფიცირებს მას. მეცნიერების განცხადებით, ისინი ფიქრობენ, რომ ნანოსხეულები მედიკამენტად გარდაქმნან და ვაქცინაციის პარალელურად კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system