თავში

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 563-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 28018

კორონავირუსით დაღუპულთა
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 563-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 28018

ბოლო მონაცემებით ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 563-ს მიაღწია, დაავადებულია 28018 ადამიანი. 1152 პაციენტი კი უკვე განიკურნა და კლინიკები დატოვა.

ახალი ტიპის კორონავირუსი 2019-nCoV აღმოაჩნდა იაპონიის საკრუიზო გემის Diamond Princess-ის კიდევ 10 მგზავრს. გემი 3 თებერვლიდან იოკოჰამას პორტის მახლობლად კარანტინში დგას. კარანტინში არიან მგზავრებიცა და ეკიპაჟის წევრებიც. ისინი სამედიცინო შემოწმებასა და ტესტირებას გადიან და ორი კვირის გამავლობაში ხომალდს ვერ დატოვებენ. ყველა პაციენტი, კორონავირუსის ახალი შემთხვევით, კლინიკებში გადაიყვანეს. ამ დროისთვის გემზე 50 ქვეყნის მოქალაქე, 3700 ადამიანი იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system