თავში

კორონავირუსით გარდაიცვალა 2236 და გამოჯანმრთელდა 18264 ადამიანი

კორონავირუსით გარდაიცვალა 2236 და გამოჯანმრთელდა 18264 ადამიანი
კორონავირუსით გარდაიცვალა 2236 და გამოჯანმრთელდა 18264 ადამიანი

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 75400-ს მიაღწია, გარდაიცვალა 2236 ადამიანი. ამათგან გარდაცვალების 118 და დაინფიცირების 1600 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა. საავადმყოფოდან გაწერეს 2109 პაციენტი.

კორონავირუსით დაავადების მასობრივი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთის 2 საპატიმროში. ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩნდა 200 პატიმარსა და დაცვის 7 წევრს. ამ დროისთვის შემოწმება ჩაუტარდა საპატიმროს 2000-ზე მეტ პერსონალსა და მსჯავრდებულს. დაავადებულები მკურნალობის კურსს იზოლირებულად გადიან. ადგილზე სანიტარული პერსონალი და ექსპერტები მუშაობენ და ვირუსის მასობრივი გავრცელების მიზეზებს ადგენენ.

კორონავირუსი გამოუვლინდა იაპონური საკრუიზო ლაინერის Diamond Princess-ის კიდევ 11 მგზავრს. ისინი აშშ-ის ნებრასკას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. გემი, იაპონიის ერთ-ერთ პორტში, ორკვირიან კარანტინში იდგა, რომელიც 19 თებერვალს დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system