თავში

კორონავირუსით გარდაცვალების რისკები ეთნოსის მიხედვით

კორონავირუსით გარდაცვალების რისკები ეთნოსის მიხედვით
კორონავირუსით გარდაცვალების რისკები ეთნოსის მიხედვით

ბანგლადეშის და პაკისტანის ეთნიკური ჯგუფები, ასევე ფერადკანიანი ადამიანები უფრო მაღალი რისკის მატარებლები არიან და მათი COVID-19-ით გარდაცვალების შანსი გაცილებით მაღალია. ამის შესახებ ბრიტანეთის სტატისტიკის ოფისი იუწყება, წერს Reuters.

სტატისტიკის ოფისის თქმით, კვლევის მიხედვით ცხადი ხდება, რომ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში რისკი უფრო მაღალია. 

"კორონავირუსით გარდაცვალების რისკი ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში საგრძნობლად დიდია ვიდრე თეთრი რასის ადამიანებში", - განაცხადა სტატისტიკის ნაციონალურმა ოფისმა.

მათი თქმით, ბანგლადეშელები და პაკისტანელები უფრო დიდი რისკის მატარებლები არიან და ამის მიზეზი გენეტიკაა. 

ზოგიერთი ფაქტორის გათვალისწინების (მათ შორის დეპრივაციის, განათლების და ჯანმრთელობის მდგომარეობის)  გარეშე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბრიტანეთის სტატისტის ნაციონალურმა ოფისმა დაადგინა, რომ ფერადკანიანი მამაკაცების კორონავირუსით გარდაცვალების შანსი 4,2-ჯერ უფრო მეტია, ხოლო ქალების 4,3-ჯერ, ვიდრე სხვა  ეთნოსის ქალებისა თუ მამაკაცებისა. 

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შეჯამებული მოდელით გამოანგარიშების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ფერადკანიანი ადამიანის Covid-19-ით გარდაცვალების რისკი 1,9-ჯერ უფრო მეტია ვიდრე თეთრკანიანებისა.

ბანგლადეშელი და პაკისტანელი მამაკაცების კორონავირუსით გარდაცვალების რისკი სხვა ეთნოსს 1,8-ჯერ აღემატება.   რაც შეეხება ჩინელებს და სხვა შერეულ ეთნოსებს, სტატისტიკების სამსახურის თქმით, რისკები თანაბარია. 

მსგავსი შედეგი აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვითაც დაფიქსირდა. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ აფროამერიკელების გარდაცვალების რისკი უფოო მაღალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system