თავში

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2663-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27200 ადამიანი 

კორონავირუსით გარდაცვლილთა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2663-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27200 ადამიანი 

ჩინეთში ბოლო ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების 508 ახალი შემთხვევა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 77 658-ს მიაღწია. ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 71 ადამიანი, მთლიანობაში კი, კორონავირუსით ჩინეთში 2663 ადამიანი დაიღუპა. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 27200 პაციენტმა.

იაპონიის კლინიკაში, საკრუიზო გემ "Diamond Princess-ის" კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა. პაციენტი 80 წლის იყო. ის კორონავირუსით დაღუპული მეოთხე ადამიანია საკრუიზო ხომალდის მგზავრებს შორის. იაპონიაში, ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 851-ს მიაღწია. მათი უმეტესობა - 691 ადამიანი - Diamond Princess-ის მგზავრი და ეკიპაჟის წევრია.

კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა ტაილანდში დაფიქსირდა. დაავადებულთა რიცხვმა ჯამში 37 შეადგინა, აქედან 22 ადამიანი განიკურნა და სახლში გაეწერა.

ვიენტამში კი 16-ვე ინფიცირებული პაციენტი, მათ შორის 3 თვის ბავშვი გამოჯანმრთელდა.

საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა. ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 12 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აქედან 1 პაციენტი გარდაიცვალა, დანარჩენი 11 კი განიკურნა. ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა აღარ ფიქსირდება.

ომანში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ვირუსი ირანიდან ჩასულ ქალებს დაუდასტურდათ. მათი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსოფლიო ინტენსიურად მუშაობს ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესამუშავებლად. აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს, კორონავირუსთან საბრძოლველად, 2,5 მილიარდის მოთხოვნით მიმართა. აქედან 1 მილიარდი უშუალოდ ვაქცინის შექმნაზე დაიხარჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system