თავში

კორონავირუსით კომაში მყოფი ქალის შვილი მდინარეში დაიხრჩო

​კორონავირუსით კომაში მყოფი ქალის შვილი მდინარეში დაიხრჩო
კორონავირუსით კომაში მყოფი ქალის შვილი მდინარეში დაიხრჩო

დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ იორქშირში, ქალაქი ლინტონში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. ახლადდაქორწინებული 18 წლის ბიჭი მდინარე უორფში დაიხრჩო.

მუჰამედ ბილალ ზები მდინარეში შევიდა და ის დინებამ წაიღო. ადგილზე მაშველები გამოიძახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორსაათნახევარი გრძელდებოდა, თუმცა 18 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს. როდესაც მას მდინარეში მიაგნეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მუჰამედ ბილალ ზების დედა კრონავირუსით არის ინფიცირებული და უკვე სამი კვირაა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მან არაფერი იცის შვილის დაღუპვის შესახებ. 

18 წლის ბიჭი ისე დაკრძალეს, რომ კომაში მყოფ დედას ამის შესახებ არაფერი გაუგია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system