თავში

კორონავირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა რუსეთის საზღვართან დაფიქსირდა

​კორონავირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა
კორონავირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა რუსეთის საზღვართან დაფიქსირდა

ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა ჩინეთ-რუსეთის საზღვართან ახლოს. დაღუპული ქალაქ სუიჰუას მკვიდრია. შემთხვევა რუსეთის საზღვრიდან 430 კილომეტრში გამოვლინდა.

რუსეთის საელჩო ჩინეთში აცხადებს, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქეების მომაკვდინებელი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა ჯერ არ აღინიშნება.

ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაკეტილია 13 ქალაქი. ვირუსს უკვე ემსხვერპლა 25 ადამიანი და დაინფიცირებულთა რიცხვმა 830-ს გადააჭარბა. ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, საუდის არაბეთში, სინგაპურში.

ახალი ტიპის კორონავირუსი 2019-nCoV-ი ჩინეთში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system