თავში

კოვიდვაქცინაცია, სავარაუდოდ, ყოველწლიურად იქნება საჭირო - BioNTech-ის ხელმძღვანელი

​კოვიდვაქცინაცია, სავარაუდოდ, ყოველწლიურად იქნება სა
კოვიდვაქცინაცია, სავარაუდოდ, ყოველწლიურად იქნება საჭირო - BioNTech-ის ხელმძღვანელი

უკეთესი დაცვისთვის და მომავალი პანდემიების თავიდან ასაცილებლად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, ყოველწლიურად იქნება საჭირო, - ამის შესახებ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Comirnaty-ის შემქმნელებმა, გერმანული კომპანია BioNTech-ის გენერალურმა დირექტორმა უღურ შაჰინმა განაცხადა. ინფორმაციას Bild am Sonntag ავრცელებს.

შაჰინი ვარაუდობს, რომ მომავალში საჭირო იქნება ყოველწლიური რევაქცინაციების ჩატარება, როგორც ეს ახლა გრიპისგან თავის დასაცავად ხდება.

კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ BioNTech/Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა კარგად იცავს 9 თვის განმავლობაში, მაგრამ ვაქცინის ეფექტი მეოთხე თვის შემდეგ კლებას იწყებს.

"ჩვენი კვლევის ბოლო გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინაცია უზრუნველყოფს ძალიან მაღალ დაცვას ცხრა თვემდე, ამიტომ ვაქცინირებულ ადამიანებს იშვიათად უვითარდებათ სერიოზული დაავადება და იშვიათად ხვდებიან საავადმყოფოში“, - განაცხადა შაჰინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. ბუსტერული დოზა არა მხოლოდ იცავს აცრილ ადამიანს, არამედ ხელს უწყობს გადაცემის სხვა ჯაჭვების გაწყვეტას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system