თავში

ქრაისთჩერჩის ტერორისტი პატიმრობის პირობები შემსუბუქებას აღარ ითხოვს

ქრაისთჩერჩის ტერორისტი პატიმრობის პირობები შემსუბუქებას აღარ ითხოვს
ქრაისთჩერჩის ტერორისტი პატიმრობის პირობები შემსუბუქებას აღარ ითხოვს

ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი, რომელსაც 2019 წელს ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში ტერაქტის გამო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, სასჯელის პირობების შემსუბუქებას აღარ ითხოვს. მან მანამდე წარდგენილი ორივე სარჩელი უკან გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით არანაირი სასამართლო განხილვა აღარ იქნება. ინფორმაციას Radio New Zeland ავრცელებს.

ბრენტონ ტარანტი სასჯელს ოკლენდის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის. 14 აპრილს მან სასამართლოს პატიმრობის პირობების შემსუბუქების თხოვნით მიმართა.

საპატიმროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისი პირობები ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების შესაბამისია.

თავდასხმა ქალაქ ქრაისთჩერჩის 2 მეჩეთზე ახალ ზელანდიაში 2019 წლის 15 მარტს მოხდა. 28 წლის ბრენტონ ტარანტმა სროლის შედეგად 51 ადამიანი მოკლა. ბოროტმოქმედი ამ დროს Facebook-ლაივში იყო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა. 2020 წლის 26 აგვისტოს სასამართლომ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი გადასინჯვას არ ექვემდებარება და ვადაზე ადრე გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system