თავში

კრემლი, ყველა ხმის დათვლამდე, აშშ-ის არჩვენების შედეგებს არ აღიარებს

კრემლი, ყველა ხმის დათვლამდე, აშშ-ის არჩვენების შედეგებს არ აღიარებს
კრემლი, ყველა ხმის დათვლამდე, აშშ-ის არჩვენების შედეგებს არ აღიარებს

რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდება და კომენტარს საკითხზე მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს.

განცხადება ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

"მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხმების დათვლის ოფიციალურ შედეგებს დაველოდოთ, ვიდრე წინასწარ ვინმეს მივულოცოთ", - აღნიშნა პესკოვმა.

კითხვაზე, რატომ მიულოცა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს გამარჯვება წინასწარ, ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე 2016 წელს, პესკოვმა უპასუხა, რომ მაშინ რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო.

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა არა ერთხელ განაცხადა, რომ კრემლი აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან ითანამშრომლებს და პრობლემური ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system