
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო თვლის, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ან აქტიურ ჰიბრიდულ ოპერაციას დაიწყებს, დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა, მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უპასუხებენ. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Yle იუწყება.
"თუ მოვლენები უარესი სცენარის მიხედვით განვითარდება, მაშინ დასავლეთი, აშკარად, დამატებითი ეკონომიკური სანქციებით უპასუხებს. მე ნამდვილად მინდა მჯეროდეს, რომ აქამდე საქმე არ მივა”, - განაცხადა ჰავისტომ.
მისი თქმით, მოსკოვს სანქციები ელოდება, თუკი ევროპის რუკის "გადაკერვას" ის ძალით დაიწყებს.