თავში

კრიმინალებსა და პოლიციას შორის სროლას ბავშვი ემსხვერპლა

​კრიმინალებსა და პოლიციას შორის სროლას ბავშვი ემსხვერპლა
კრიმინალებსა და პოლიციას შორის სროლას ბავშვი ემსხვერპლა

მექსიკაში, პოლიციასა და კრიმინალებს შორის დაპირისპირებისას ტყვია 6 წლის ბავშვს მუცელში მოხვდა. ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში უმცროს ძმასთან ერთად თამაშობდა. სამართალდამცავებმა ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა ტიხუანაში, საცხოვრებელი სახლის გვერდით მოხდა.

შეიარაღებულმა პირებმა მაღაზია გაქურდეს და მიმალვას აპირებდნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. უცნობია, კრიმინალების, თუ პოლიციის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა ბავშვს. ქალაქის მერმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით. ოჯახი დანაშაულის სამართლიანად გამოძიებას და დამნაშავის სრული სისასტიკით დასჯას ითხოვს. გამოძიების დასრულებამდე 4 პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system