თავში

აშშ-ში მამაკაცმა ქორწილისთვის და საქორწინო ბეჭდის საყიდლად ბანკი გაქურდა

ქორწილი ბეწედი
აშშ-ში მამაკაცმა ქორწილისთვის და საქორწინო ბეჭდის საყიდლად ბანკი გაქურდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატში, მამაკაცმა ქორწილამდე ერთი დღით ადრე, ბანკი გაქურდა, რათა საქორწინო ბეჭედი ეყიდა და ქორწინების ცერემონიის ფული გადაეხადა.

კროკეტელი ჰიტ ედვარდ ბამპოუსი ქალაქ გროვტონიში, ბანკზე შეიარაღებული თავდასხმისა და ძარცვის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან მან გაქცევა მოახერხა, თუმცა, მოგვიანებით იგი პოლიციამ დააკავა. დაკავებისას მან განაცხადა, რომ ქორწილისა და ბეჭდისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდა და ბანკი ამიტომ გაქურდა.

ჰიტ ედვარდ ბამპოუსი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი ფოტო მისმა საცოლემ სოციალურ ქსელში ნახა მინაწერით, რომ იძებნებოდა ბანკის მძარცველი. ფოტოები სოციალურ ქსელში პოლიციამ ატვირთა, მას შემდეგ რაც ძარცვის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ფოტოზე ქალმა საქმრო ამოიცნო, მას დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციის ფეისბუქგვერდიდან ყველაფერი გაიგო და ურჩია, რომ ის პოლიციას ჩაბარებულიყო. შეყვარებულმა მამაკაცმა საცოლის რჩევა გაითვალისწინა და პოლიციას ჩაბარდა. ახლა მას წინ სასამართლო პროცესი ელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system