თავში

კულება NATO-ს მოუწოდებს, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან უფრო მჭიდროდ იმუშაოს

კულება NATO-ს მოუწოდებს, საქართველოსთან, მოლდოვასა და
კულება NATO-ს მოუწოდებს, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან უფრო მჭიდროდ იმუშაოს

კიევი მოუწოდებს NATO-ს, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან უფრო მჭიდროდ იმუშაოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რამდენად რთული და საშიშია სიტუაცია შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ მოვუწოდებთ ალიანსის წევრებს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ", - განაცხადა მან.

კულებას თქმით, კიევს სურს, "იხილოს მეტი ძალისხმევა როგორც NATO-ს წევრებისგან, ასევე NATO-ს არაწევრებისგან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system