თავში

კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანმა ხილული აქტივობა შეაჩერა

​კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანმა ხილული აქტივობა შეაჩერა
კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანმა ხილული აქტივობა შეაჩერა

ესპანეთში, კანარის კუნძულების კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანმა ხილული აქტივობა შეაჩერა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ექსპერტებმა განაცხადეს.

"შუადღე მშვიდობისა არიდანეს ძალიან მშვიდი ხეობიდან, ამოფრქვევის ნიშნების გარეშე: არც ლავა, არც პიროკლასტები, არც ხილული მიწისძვრები, რაც შესანიშნავი ამბავია“, - წერს Twitter-ზე ვულკანოლოგი რუბენ ლოპესი ესპანეთის ნაციონალური გეოგრაფიული ინსტიტუტიდან.

კანარის ვულკანოლოგიის ინსტიტუტი იუწყება, რომ SO2 ემისია, რომელიც აქტივობას აჩვენებს, 5 ტონას შეადგენს, რაც დაბალ მაჩვენებლად ითვლება. რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს დონე დღეში რამდენიმე ათას ტონას შეადგენდა.

ვულკანის ამოფრქვევა კუნძულ ლა-პალმაზე 19 სექტემბერს დაიწყო. 88 დღეში ლავამ 1,2 ათას ჰექტარზე მეტი მოიცვა, 1600-ზე მეტი შენობა განადგურდა, სახლების უმეტესობა და 74 კმ გზა დაზიანდა, 7 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system