თავში

კუნძული სენტ-ვინსენტი ვულკანური ფერფლით დაიფარა

კუნძული სენტ-ვინსენტი ვულკანური ფერფლით დაიფარა
კუნძული სენტ-ვინსენტი ვულკანური ფერფლით დაიფარა
© 8News

კარიბის ზღვის კუნძულi სენტ-ვინსენტი ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ  ნაცრის თხელი ფენით დაიფარა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ვულკანი "სუფრიერის" ამოფრქვევის შემდეგ, ვულკანური ფერფლი 10 კილომეტრის რადიუსით გავრცელდა.  ნაცრის სისქე 30 სმ-ს აღწევს.  3200-ზე მეტი ადამიანი ახლა თავშესაფარში იმყოფება.

გამოცემის ცნობით, ვულკანმა ათწლეულების განმავლობაში უმოქმედობის შემდეგ პირველად იფეთქა. ვულკანის ამოფრქვევის გამო კუნძულიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.

ვულკანი ბოლოს 1979 წელს ამოიფრქვა. ვულკანის ბოლო ამოფრქვევით გამოწვეულმა ზარალმა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 1902 წელს"სუფრიერის" ამოფრქვევამ 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system