თავში

კურტ ვოლკერი: აღარავითარი გადატვირთვა რუსეთთან

​კურტ ვოლკერი: აღარავითარი გადატვირთვა რუსეთთან
კურტ ვოლკერი: აღარავითარი გადატვირთვა რუსეთთან

აშშ-რუსეთის ურთიერთობებში ხელახალ გადატვირთვაზე საუბარი სახიფათო ილუზიაა, რომელიც აგრესიული რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი. სტატიას გამოცემა The Foreign Policy აქვეყნებს.

დიპლომატი გასულ კვირაში Politico-ში გამოქვეყნებულ ღია წერილს ეხმაურება, სადაც 100 ამერიკელი დიპლომატი და საგარეო საკითხების ექსპერტი, რუსეთთან ურთიერთობაში ამერიკის სტრატეგიის გადახედვის ინიციატივით გამოდიან.

"აღარავითარი გადატვირთვა რუსეთთან", - წერს ვოლკერი.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ახალი გადატვირთვის ინიციატორების არგუმენტები მცდარია. აშშ-ის ყოფილ ელჩს NATO-ში ამის დასტურად ბოლო ორ ათწლეულში განვითარებული მოვლენები და რუსეთის აგრესიის არა ერთი მაგალითი მოჰყავს.

ვოკლერი მიიჩნევს, რომ რუსეთის არასწორი ხედვისა და მის მიმართ რბილი პოლიტიკის გამო მოსკოვმა მსოფლიოში არა ერთი აგრესიული ნაბიჯი განახორციელა. მათ შორის ინტერვენცია საქართველოსა და უკრაინაში და მათი ტერიტორიების ოკუპაცია.

ვოკლერი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბევრი აკრიტიკებს რუსეთთან ზედმეტად რბილი პოლიტიკისა და მოსკოვისა და ვლადიმერ პუტინის კრიტიკისგან თავის არიდების გამო. ამიტომ, მისთვის გაუგებარია დიპლომატებისა და ექსპერტების ინიციატივა რუსეთთან ხელახალი "გადატვირთვის" შესახებ.

ვოლკერის თქმით, 2001 წელს რუსეთთან "გადატვირთვისა" და ახალი ურთიერთობების დაწყების იმედით მოსული ჯორჯ ბუში უმცროსი, 2009 წელს საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთვის უკვე სრულიად განსხვავებულად ფიქრობდა რუსეთზე. "2008 წელის აგვისტოში რუსეთი შეიჭრა მეზობელ საქართველოში. ამის პასუხად NATO-მ დახურა NATO-რუსეთის საბჭო, რომლესაც რუსეთი უკვე კარგა ხანია სერიოზულად ისედაც არ აღიქვამდა".

მიუხედავად ამისა, ახალმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ისევ სცადა რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვა", რასაც უკვე უკრაინის ოკუპაცია მოჰყვა.

"მიუხედავად ამ ფაქტებისა, პრეზიდენტი ბარაქ ობამა, საქართველოსთვის სამწუხაროდ, რომლის ტერიტორიები ამ დროისთვის რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, თეთრ სახლში რუსეთთან "გადატვირთვის' იმედით მოვიდა".

"რუსეთის ქცევა ამ დროის მანძილზე არ შეცვლილა. 2020 წელს უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება. ქვეყანას ჯერაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი", - წერს ვოკლერი.

დიპლომატის თქმით ავტორიტარული რუსეთი აგრესიულად მოქმედებს მეზობელი ქვეყნების მიმართ, აძლიერებს თავის დამანგრეველ გავლენას ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ცდილობს ევროპისა და NATO-ს სტრატეგიულად დასუსტებას.

"გადატვირთვის ნაცვლად დასავლეთმა მოთმინებით უნდა განაგრძოს რუსეთზე თანმიმდევრული და მუდმივი ზეწოლა და იმ ქვეყნების მხარდაჭერა, ვინც ისწრაფვის თავისუფლების, დემოკრატიისა და უსაფრთხოებისკენ. მოვიდა დრო, როდესაც რუსეთმა და არა დასავლეთმა უმდა გადახედოს თავის პოლიტიკას", - აცხადებს ვოკლერი .   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system