თავში

ქუვეითი ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე უარს აცხადებს

​ქუვეითი ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე უარს აცხადებს
ქუვეითი ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე უარს აცხადებს

ქუვეითმა ოფიციალურად უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას აპირებს.

" პალესტინის პრობლემა ცენტრალური თემაა არაბული და მუსლიმური საკითხების დღის წესრიგში. მისი სამართლიანად და ყოვლისმომცველად გადაჭრა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, ოკუპაციის შეწყვეტასა და დევნილების დაბრუნებას გულისხმობს", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ქუვეითის ოფიციალური პირების თქმით, ის უკანასკნელი სახელწიფო იქნება, ვინც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 19 სექტემბერს, ქუვეითის ტახტის მემკვიდრესთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ელ-ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ბაჰრეინის მსგავსად,  ისრაელთან ვითარების დარეგულირებისთვის მზად არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system