თავში

ქვეყნის გახსნაზე საუბარი ჯერ ადრეა - ბორის ჯონსონი

ქვეყნის გახსნაზე საუბარი ჯერ ადრეა - ბორის ჯონსონი
ქვეყნის გახსნაზე საუბარი ჯერ ადრეა - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყნის გახსნაზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გახსნაზე საუბარი ადრეა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 22 თებერვლის ეტაპობრივი გახსნი გეგმას წარადგენს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით სკოლები 8 მარტიდან გაიხსნას, ხოლო ბარები და პაბები აპრილის თვიდან. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური პირები არ ადასტურებენ.

ბრიტანეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია ყოველდღიურად, დაახლოებით, 480 560 ადამიანს უტარდება. ამჟამად ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო მოსახლეობის 16.4%-მა.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით 3 911 573 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 111 264 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system