თავში

კვიპროსი კოვიდინფიცირებული ტურისტების ხარჯებს აანაზღაურებს

​კვიპროსი კოვიდინფიცირებული ტურისტების ხარჯებს აანაზღაურებს
კვიპროსი კოვიდინფიცირებული ტურისტების ხარჯებს აანაზღაურებს

კვიპროსის ხელისუფლება მზადაა, იმ ტურისტების ყველა ხარჯი აანაზღაუროს, რომლებიც ზაფხულში კუნძულზე COVID-ით დაინფიცირდებიან. ამის შესახებ Associated Press წერს.

კერძოდ, ხელისუფლება გადაიხდის ცხოვრების, კვების და მკურნალობის საფასურს, თუკი ტურისტს ახალი კორონავირუსი კვიპროსის ტერიტორიაზე დასვენებისას შეეყრება. ეს შეეხება მისი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც მასთან ერთად ისვენებენ.

ასეთ ადამიანებს მხოლოდ უკანა გზის ბილეთის ყიდვა და აეროპორტამდე ტაქსის საფასურის გადახდა მოუწევს.

Associated Press წერს, რომ ნიქოზიაში 100 ადამიანზე გათვლილი სპეციალური საავადმყოფო გაიხსნა, სადაც კოვიდინფიცირებულ ტურისტებს მოათავსებენ.

შესაბამისი ინფორმაცია ყველა ტურისტულ სააგენტოს უკვე გადაეგზავნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system