თავში

კვლევის თანახმად, COVID-19-ისგან განკურნებულ პაციენტებს კვლავ ფილტვების პრობლემა აქვთ

კვლევის თანახმად, COVID-19-ისგან განკურნებულ პაციენტებს კვლავ ფილტვების პრობლემა აქვთ
კვლევის თანახმად, COVID-19-ისგან განკურნებულ პაციენტებს კვლავ ფილტვების პრობლემა აქვთ

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსიგან განკურნებულ პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოდან სამი თვის წინ გაეწერნენ, ფილტვების მწვავე ანთება, გულის პრობლემები და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა აღენიშნებათ. მეცნიერები ამ მოვლენას, "LONG COVID-ს" უწოდებენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მეცნიერებმა COVID-19-სგან განკურნებული 58 მძიმე პაციენტის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა 60%-ს ფილტვების, გულის და ღვიძლის პრობლემები აქვთ.

მეცნიერთა თქმით, პაციენტებს ასევე აღენიშნებათ ტვინის ქსოვილის ცვლილებები და ისინი ცუდად ასრულებდნენ კოგნიტურ და ფიზიკურ ტესტებს.

კვლევის დროს დადგინდა, რომ "LONG COVID" უფრო მეტად შუახნის ადამიანებს ემართებათ. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ პაციენტებს უფრო ხშირად აღენიშნებოდათ შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები, რადგან მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად დაქვეითდა.

"ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა პაციენტს და მათ ოჯახებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ კვლევაში. ეს გვეხმარება ამ ახალი დაავადების შედეგების უკეთ გააზრებაში, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სხვების დასახმარებლად, რომლებიც დაავადდნენ და ვინც დაავადდება ვირუსით", - განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ დიდი ბრიტანეთში სულ მცირე 60,000 ადამიანი სწორედ ე.წ. "LONG COVID-ს" განიცდის.

ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ინსტიტუტმა (NICE) განაცხადა, რომ ის ექიმებთან ერთად სახელმძღვანელოს შედგენაზე იმუშავებს, თუ როგორ უნდა დაეხმარონ, რა პრეპარატებით უნდა უმკურნალონ  და როგორ უნდა გაიგონ სიმპტომები პაციენტებში, რომლებიც "LONG COVID-ით" არიან დაავადებულნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system