თავში

ლა-მანშში 70-მდე არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს

​ლა-მანშში 70-მდე არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს
ლა-მანშში 70-მდე არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს

ლა-მანშის სრუტეში 66 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ინგლისის სანაპიროებთან ნავებით მისვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

სამაშველო ოპერაციას 4 ეტაპისგან შედგებოდა.

ეს ამ კვირაში უკვე მესამე ასეთი შემთხვევაა.

2018 წლის ბოლოდან მარშრუტი, რომელიც ლა-მანშზე გადის, ბრიტანეთში მოხვედრის მსურველი მიგრანტებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. აქ მძიმე გემების მოძრაობა ინტენსიურია, დინება ძლიერია, წყლის ტემპერატურა კი დაბალი.

წელს ლა-მანშით ბრიტანეთში მცირე ზომის ნავებით 15 400 ადამიანი ჩავიდა. 3500 სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში გადაარჩინეს.

აგვისტოს შუა რიცხვებში ლა-მანშში ერიტრეელი მიგრანტი დაიხრჩო, გასულ წელს კი ერაყელი ქურთების ოჯახის 4 წევრი. მათი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი მრავალი თვის შემდეგ ნორვეგიის სანაპიროზე გამოირიყა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system