თავში

ლა-პალმაზე ცხელი ლავის ნაკადები ატლანტის ოკეანეს ისევ მიუახლოვდა - VIDEO

​ლა-პალმაზე ცხელი ლავის ნაკადები ატლანტის ოკეანეს ისევ მიუახლოვდა
ლა-პალმაზე ცხელი ლავის ნაკადები ატლანტის ოკეანეს ისევ მიუახლოვდა - VIDEO

ესპანეთის კუნძულ ლა-პალმაზე ამოფრქვეული კუნძულიდან ცხელი ლავის ნაკადები ატლანტის ოკეანეს ისევ მიუახლოვდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, გავარვარებულმა ნაკადმა ვულკანიდან, რომელმაც ამოფრქვევა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, წყალს ლოს-გირესის პლაჟზე მიაღწია.

ესპანეთის გეოლოგიისა და სამთო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ჩაედინება ლავის ნაკადები ზღვაში და კლდიდან დიდი ქვები ცვივა.

ცნობისთვის, კანარის კუნძულ პალმაზე ტოდოკეს მუნიციპალიტეტი ფერფლშია დამარხული.

დამწვარია 154 ჰექტარი მიწა, 300-ზე მეტი სახლი განადგურებულია.

საცხოვრებლის დატოვება 6 ათასამდე ადამიანს მოუწია.

კანარის ვულკანოლოგიის ინსტიტუტის პროგნოზით, ამოფრქვევა, შესაძლოა, 24-დან 84 დღემდე გაგრძელდეს.

პარლაზე ვულკანის ამოფრქვევისას ლავის სიმაღლე 12 მეტრს აღწევს.

ზარალმა €400 მილიონს უკვე გადააჭარბა.

მთელ საკურორტო ზონას განადგურება ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system