თავში

ლაინერ Diamond Princess-ის კაპიტანს "უშიშარი" შეარქვეს

​ლაინერ Diamond Princess-ის კაპიტანს "უშიშარი" შეარქვეს
ლაინერ Diamond Princess-ის კაპიტანს უშიშარი შეარქვეს

ინტერნეტში ვრცელდება ფოტო, როგორ ტოვებს Diamond Princess-ის საკრუიზო ლაინერის კაპინალი ჯენარო არმა და როგორ ჩადის იაპონიის იოკოჰამას პორტში. კაპიტანმა ტრადიცია სრულად დაიცვა და ხომალდი ბოლომ დატოვა. მგზავრების ევაკუაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

კომპანია Princess Cruises-ის პრეზიდენტმა, იანა შვარცმა არმას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კაპიტანი ნამდვილი ლიდერი გახდა, როგორც მგზავრებისთვის, ასევე ეკიპაჟის წევრებისთვის.

არმას მეუღლემ, მარიანამ CNN-ს განუცხადა, რომ მისი მეუღლე ყოველთვის იყო მეგობრული და თბილი ლაინერის სტუმრების მიმართ.

"ყოველ დღე, სადილის წინ, სანამ ისინი ჭამას დაიწყებენ, ის მათ იტალიურად ეუბნება "გაამოთ". ვალენტინობას ის ყვავილებს და კამფეტებს არიგებდა. ადამიანებს ეს ზრუნვა ძალიან მოსწონდათ. მოგვიანებით ის ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავდა და კომენტარებში მადლობებს იღებდა", - განაცხადა ჯენარო არმას ცოლმა.

მისი თქმით, მშობლიურ იტალიაში მას "უშიშარი" უწოდეს. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ კარანტინის პერიოდში მგზავრებს ფარ-ხმალი არ დაეყარა.

შეგახსენებთ, რომ Diamond Princess, რომლის ბორტზე 56 ქვეყნიდან 3.7 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, იოკოჰამას პორტში თებერვლის დასაწყისიდან კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინში მოათავსეს. COVID-19 700-ზე მეტ პაციენტს დაუდასტურდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system